ტრენინგის მეშვიდე დღე
დღევანდელ დღეს გავეცანით მე-5 და მე-6 მოდულს. კერძოდ, მე-5 მოდულის საშუალებით გავეცანი იმ შესაძლებლობებს, თუ როგორ შეიძლება რუბრიკებისა და ქულების მინიჭების სქემების ათვისება ჩვენს პროექტზე მუშაობის დროს, რათა მოსწავლეებში განვავითაროთ 21-ე საუკუნისა და მაღალი დონის სააზროვნო უნარები.
გავეცანი მოდულის მთავარ, საკვანძო კითხვებსა და ამოცანებს, დამატებით რესურსებსა და უკუკავშირის გამოყენების სტრატეგიას მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომის გასაუმჯობესებლად. გადავხედეთ შემდეგ აქტივობებს: შეფასების სტრატეგიებს ( გაკვეთილზე გამოყენებული შეფასებას, პროცესის რეფლექსიას, შეფასების გეგმებს); მოსწავლეთა შეფასების ფორმების შედგენას ( შეფასების გეგმაზე ფორმირებას, მოსწავლეთა სავარაუდო შეფასების დაგეგმვას, შეფასების განსაზღვრას მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომისათვის, პროექტების შეფასების ონლაინპროგრამების გამოყენებას); მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომისა და სასწავლო პროექტის გეგმის ხელმეორედ გადახედვას ( მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომის გადახედვას, სასწავლო პროექტის დაგეგმვას); რეფლექსია ( მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისა და შფასების გეგმის ანალიზს).
მოდულის გაცნობის შემდეგ გადავხედეთ ჩვენს მიერ შექმნილ მასალებს, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელი იქნება კლასში, სწავლების ან დაგეგმვის პროცესში სწავლის პროცესის ხელისშეწყობის მიზნით.
მე-6 მოდულის განხილვისას გადავხედეთ აქტივობებს, რომელთა უმრავლესობასაც ვიყენებთ პედაგოგები პრაქტიკული მუშაობის დროს. ეს არის ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინება, თვითრეგულირების უნარის განვითარების ხელისშეწყობა მოსწავლეებში, მასალების მომზადება მოსწავლეთა წარმატების ხელშეწყობის მიზნით, პროექტის გეგმის მიმოხილვა და კვლავ რეფლექსია. მოდულის გადახედვის დასასრულს მივედი დასკვნამდე, რომ მოცემული მოდული დამეხმარება დამოუკიდებელი მსწავლელისა და დიფერენცირებული სწავლების როლის გაანალიზებაში ურთიერთდამოკიდებულების რამდენიმე თვალსაზრისით, მოსწავლეთა შორის დამოუკიდებელი მსწავლელის უნარ-ჩვევების განვითარებასა და განსხვავებული საჭიროების დასაკმაყოფილებლად.

Комментариев нет:
Отправить комментарий