суббота, 15 февраля 2014 г.

ტრენინგის  მეექვსე  დღე
განვიხილეთ  მე-4 მოდულის საკითხები.  კერძოდ, თუ  როგორ  გამოვიყენოთ  ინტერნეტი  ჩვენს  თემებში,  თუ  როგორ  ვასწავლოთ მოსწავლეებს  ინტერნეტის  უსაფრთხო  და  პასუხისმგებლობით გამოყენება.
განვიხილეთ პროექტში  ინტერნეტის  გამოყენების  სხვადასხვა  აქტივობები. ვიმუშავეთ მოსწავლის  ნაშრომის  შედგენის  დაგეგმვაზე,  შედგენის  პროცესში  გზადაგზა  წარმოდგენილი სავარაუდო  სირთულეებზე.  ამ  სირთულეების  გასააზრებლად  განვიხილეთ  რამოდენიმე  აქტივობა,  რომელიც  ამ  მოდულშია  მოცემული: (1)მოსწავლის  ნამუშევრის  ნიმუშის შეფასება;  (2)მოსწავლეთა სავარაუდო  ნაშრომის  დაგეგმვა;  (3)მოსწავლის  პერსპექტივიდან  დანახული  სასწავლო  პროცესი;  (4)სასწავლო  პროექტის  გეგმის გადახედვა;  (5)რეფლექსია.
 დღევანდელი დღის მუშაობით ვარ კმაყოფილი.  ყოველი სატრენინგო დღე განსხვავდება  ერთმანეთისაგან,  რაც  სტიმულს გვაძლევს  ჯგუფის  წევრებს  გადატვირთული  სამუშაო  კვირის  შემდეგ  ისევ  ენერგიულად და პასუხისმგებლობით  მოვეკიდოთ  სატრენინგო  დავალებების შესრულებას  შაბათ-კვირასაც კი.  

Комментариев нет:

Отправить комментарий